The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა გერსამია

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1968 წლიდან იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1976 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული სისტემის პეიმდანსის შედარებითი შესწავლა".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–სოციოლოგიური აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

გააზიარე: