The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გურიელი

დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1818  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოგილიონი, ბელორუსია.

ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში 1780 წელს; გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში 1786 წელს.

1789-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; 1794 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა; 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში; რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს(1813–1814) მეთაურობდა 23–ე ქვეითთა დივიზიის I ბრიგადას; თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, კომბლენცისა და სხვა ბრძოლებში; ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტის მაღლობი. მიღებული აქვს წმინდა ანას ბრილიანტი, წმინდა გიორგის ბრილიანტი, წითელი არწივის II ხარისხის ორდენი (პრუსია). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი(1803), გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელის შვილიშვილი, გენერალ–მაიორ ს. გურიელის ვაჟი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

გააზიარე: