Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გურიელი–ჭყონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1915 წლიდან გიმნაზიის დასრულების შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადო საქმიანობას. 1921 წელს იყო თებერვლის ბრძოლების (ბოლშევიკური რუსეთის მე–11 არმიის წინააღმდეგ) აქტიური მონაწილე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში - საფრანგეთში (1922-1937). 1937 წლიდან აშშ–ში გადავიდა. აქტიურად ჩაება ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. დაქორწინდა კოსმეტიკური პროდუქტების დედოფალ ჰელენა რუბინშტეინზე (1882-1965). მისი ინიციატივით დაფუძნდა პარფიუმერიის სამრეწველო სავაჭრო ქსელი – "გურიელის სახლი" აშშ–ში, სადაც შეძლებულ მამაკაცებს შეეძლოთ შეეძინათ წვრილმანიდან დაწყებული ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და პარფიუმერულ ნაწარმამდე ყველაფერი. იყო ცნობილი პარფიუმერული წარმოების "Prince Matchabelli" თანადამფუძნებელი და აშშ–ის ქართული ასოციაციის ერთ–ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.219; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.60 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |