The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანო კახიძე

ჯანო კახიძე
ოფიციალური სახელი:ჯანსუღ კახიძე
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 2002  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს; 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "შვიდკაცა"; 1958-1962წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1962-1971წწ. იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965-1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1973 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორიმას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: "შერეკილები" (გ. ყანჩელთან ერთად), "პირველი მერცხალი" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად), "დათა თუთაშხია" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად); მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (სტრავინსკის "საღმთო გაზაფხული", შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის "ანცი შაირები", ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის "როსტოკური სიმფონია", თორაძის მე-2 სიმფონია; 1971-1973წწ. მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად; 1972 წელს ამავე თეატრის სცენაზე მისი ინიციატივით და ხეძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"; 1989 წელს დაარსდა თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი, რომლის შექმნის იდეა მას ეკუთვნის; მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა, იგი დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს; მისი სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება; არის ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალის (1958) და მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი. ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მომღერლი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,2018.-გვ.603; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 105; kakhidzemusiccenter.comწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.248

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი, პრეზიდენტი (1989-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია (სიკვდის შემდეგ)
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1978 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1977 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: