The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე (მიტროპოლიტი)

კონსტანტინე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი მელიქიძე
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 2000  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზო, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბალანთა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1946 წელს; 1966 წელს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით.

1950-იანი წლებიდან მუშაობდა ჯერ ქ. ქლუხორის რაიონის სატყეო მეურნეობაში, შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში; 1972 წელს აკურთხეს დიაკვნად, 1973 წელს მღვდლად და დაინიშნა რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1974-1978წწ. მამა დიმიტრი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად; 1978 წელს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1978 წელს გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად; მეუფე კონსტანტინე 1979 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარედ; 1980 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1995-2000წწ. მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 187; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 245; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 154

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საზოგადოების ერთიანობისა და ქართველი ერის სულიერ აღორძინებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ძი შ

გააზიარე: