შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოლაში, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს. 1935-1937წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიურ–საძიებო ფაკულტეტის დეკანი და საწვავი წიაღისეულის გეოლოგიური კათედრის გამგე; სოფელ ცანის სამთო–მეტალურგიული კომბინატის მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1941-1945წწ. სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი; 1945-1952წწ. კომბინატ "საქნახშირის" უფროსი; 1953-1956წწ. საკავშირო ნახშირის ინსტიტუტის დირექტორი; 1957-1958წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ნახშირების, ნავთობისა და სამთამადნო მრეწველობის სამმართველოს უფროსი; 1959-1962წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1962-1976წწ. საქართველოს საწარმოო გეოლოგიური სამმართველოს უფროსი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მინერალური ნედლეულის მრავალი სახეობის სამრეწველო მარაგის დადგენაში; იყო საქართველოს ქვანახშირის საბადოების (ტყიბული, შაორა, ტყვარჩელი) პეტროგრაფიისა და ქიმიის აღიარებული მკვლევარი; მან პირველმა დაადგინა, რომ ტყიბულის ნახშირში მოიპოვება ლიპტობიოლითები, რაც სპეციალისტების მიერ საყოველთაოდ იქნა აღიარებული; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ–გეოლოგი, III რანგის სამთო გენერალი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.238; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.152; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.152 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |