შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუბა კიკაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1959-1965წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო"; 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია ("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი ("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე ("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი ("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "მამაკაცები და სხვები"(1985); მისი ვარსკვლავი გახსნილია მოსკოვსა (გამოჩენილ პიროვნებათა ხეივანი, 1999) და თბილისში (დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, 2006). გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი. 2020-2023წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 180; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.479; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია : georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22-23 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |