The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გძელიძე

ვლადიმერ გძელიძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ გრძელიძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1894
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1960  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ბარი.

1917 წლიდან მუშაობდა თბილისის "კომპანია ზემელის" ლიმონათის ქარხანაში; 1922-1924წწ. ბაქოს ხილეულის წყლების წარმოებაში; 1924-1932წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის(ბაქო, ლენინაკანი, თბილისი) კვების ობიექტებში; 1932 წელს თბილისში მისი თაოსნობით ამოქმედდა ლიმონათის ქარხანა, სადაც იგი იყო უალკოჰოლო სასმელების დამზადების ოსტატ–სპეციალისტი და წარმოების ხელმძღვანელი; 1947-1951წწ. მოსკოვში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, საქვაჭრობის საფირმო მაღაზიაში ფუნქციონირებდა მისი ხილეულის წყლების სექცია; 1950 წელს მიიწვიეს სომხეთის მინერალური წყლების ტრესტში, ოსტატ–მეკუპაჟეებისათვის უალკოჰოლო სასმელების დამზადების გამოცდილების გასაზიარებლად; ამ პერიოდში ერევნის ლუდისა და ლიმონათის ქარხანაში მისი ხელმძღვანელობით ამზადებდნენ ხილეულის წყლების უალკოჰოლო სასმელებს; თავისი საქმიანობით მრავალჯერ დაიმსახურა მაღალი შეფასება; 1955 წელს სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტრომ მას მიანიჭა "ხილეულის წყლებისა(ლიმონათი) და I კატეგორიის ბურახის დამზადების ოსტატის" წოდება; მეწარმე, ხილეულის წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების სპეციალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239


გააზიარე: