შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლონდონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს. 1971–1972წწ. მუშაობდა ტელერადიო კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად; 1972–1975წწ. იყო ხელოვნებათმცოდნეობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის(მოსკოვი) ასპირანტი; 1980–1988წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1988–1989წწ. მილანის მუსიკალური გამომცემლობა Ricordi-ს სტაჟიორი; 1988 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; მილანის მუსიკალური გამომცემლობის წევრი (1989); ლონდონის ენციკლოპედიის "The New Grove Dictionary of Music and Musicians" კონსულტანტი ქართული მუსიკის სფეროში (1995). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები: "გუსტავ მალერი" ("საბჭოთა ხელოვნება" 1970, N7), "პროგრესისა და განმანათლებლობის გზით" ("საბჭოთა ხელოვნება" 1986, N2); მუსიკათმცოდნე. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ეროვნულობის პრობლემა მუსიკალური შემოქმედების ფსიქოლოგიაში", დაიცვა 1978 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 71; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |