The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო გვაზავა

სოსო გვაზავა
ოფიციალური სახელი:იოსებ გვაზავა
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1979 წელს.

1972–1976წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1976 წლიდან მუშაობდა I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში; I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თავის ტვინის სიმსივნეებს, ნეიროტრავმას, ნეიროანგიოლოგიას და ცეცხლნასროლ ჭრილობებს. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური გულყრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა საფეთქლის წილის სიმსივნეებისას მათი შიდაწილოვანი ლოკალიზაციისა და ხასიათის განსაზღვრაში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნეიროქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: