The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ვაწაძე

ნუგზარ ვაწაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 2018  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა მუსიკალურ სკოლასა და მესამე სამუსიკო სასწავლებელში; ის ავტორია: ორი ერთნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტი (1956, d-moll; 1961, C-dur); სიმებიანი კვარტეტი (1961, E-dur სამ ნაწილად), რომელსაც 1962 წელს მიენიჭა პირველი პრემია ახლგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედების საკავშირო დათვალიერებაზე, მოსკოვში; "იუმორესკა" სიმფონიური ორკესტრისათვის, სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის ოპერიდან "ზღვა, მზე და ბიჭუნა"; მას ეკუთვნის მრავალი სიმღერა, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის, ესენია: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "პიერი მილიციის თანამშრომელი"; ანიმაციური ფილმები: "მამლაყინწა", მონადირე, ბიჭი და ძაღლი", "ბომბორა", "ო, მოდა, მოდა..."; გადაღებულია ფილმში "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975); კომპოზიტორი.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 49; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის საბჭო, წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: