შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1957 წელს. 1957–1959წწ. - კურორტ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1960–1963წწ. - ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ასპირანტი; 1965–1992წწ. - ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის თემა: აბსცედირებული პნევმონიების, ფილტვების დიდი აბსცესების და პლევრის მწვავე ემპიემების კომპლექსური მკურნალობა. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ფთიზიო–პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა ფილტვების ტუპერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებში ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აბსცედირებული პნევმონიების, ფილტვების დიდი აბსცესების და პლევრის მწვავე ემპიემების კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.67; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.313 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |