The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ამირან კავაძე

დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1951  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგის ფაკულტეტი 1973 წელს , 1978 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა, 1978 წელს ბაქოს სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსიტუტის ასპირანტურაю

1978-1979წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1980წწ. მუშაობდა პარტიულ და სახელმწიფო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1989 წელს ბაქოს სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსტიტუტის პოლიტოლოგიის განყოფილებაში; 1994 წელს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და 1996 წელს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის(ვაშინგტონი) სტაჟიორია; 1992-1997წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განყუოფილების გამგე, სამმართველოს უფროსისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 1997-2003წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში; 2004-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში; 2006-2011წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. არის სამეცნიერო სტატიების და გამოგონების ავტორი. აქვეყნებს სტატიებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: - "დუღილის პროცესში არომატწარმომქმნელი ნივთიერებების ბიოსინთეზი და მათი გარდაქმნა", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 164


 


გააზიარე: