შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს. 1931 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად; 1922 წელს დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, როცა დაარსდა "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება", რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო; სხვადასხვა დროს იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქართველოს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრისა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი; 1941 წელს იგი განაგებდა შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალურ ნაწილს; მას ეკუთვნის ოპერები: "ბახტრიონი" (1936), "ლადო კეცხოველი" (1940), ორი სიუიტა (1925, 1928), სიმფონიური პოემა "განდეგილი" (1937), ორი სიმფონია(1944, 1955), ბალეტი "სინათლე"(1946), ორატორია; მუსიკა კინოფილმებისთვის: "არსენა", "ფრთოსანი მღებავი", "უკანასკნელი მასკარადი"; კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 114; მამულიშვილთა სავანე/ ბაბუნაშვილი. -თბ., 1994. -გვ. 219-220; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 37 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |