შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი 1939 წელს(სავიოლინო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(საკომპოზიციო). 1941–1944წწ. ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში; იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე; 1964 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კამერული ანსამბლი); ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია, მას ეკუთვნის: სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის"(1949), სიმფონიური სურათი "საჭიდაო"(1952), მუსიკალური კომედიები "მეგობრები"(1951), "კომბლე"(1957), ოპერა "ლელა"(1973), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა("სიმღერა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა"), საფორტეპიანო ("ტოკატა") და ჩელოს("პოემა", "ელეგია") პიესები, ერთნაწილიანი კანტატა "მელის ვარძია" შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის(1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან "რუსთაველის ნაკვალევზე"), მუსიკა სპექტაკლებისა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი", ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა", სულ 40-ზე მეტი), კინოფილმებისათვის ("საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ზვიგენის კბილი", "ხევისბერი გოჩა", სულ 30-ზე მეტი), ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში, დღემდე პოპულარულია "სიმღერა თბილისზე". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. - თბ., 1983. – გვ. 146; Композиторы и музыковеды грузии. – Тб., 1984. - გვ. 236; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.304-305 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |