შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი თოთიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1953 წელს. 1953-1954წწ. იყო თბილისის მულტფილმების სტუდიის მთავარი მხატვარი; 1954-1956 და 1957-1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1965-1971წწ. დოცენტი; 1972-1982წწ. რექტორი; 1982-1990წწ. საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის ფერწერისა და გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოების ხელმძღვანელი; 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ავტორია ნამუშევრებისა: "სამგორის ახალ მიწაზე", "ცეკვა", "სტუდენტები-გაზაფხული", "კახელი მევენახეები" "მიხეილ მამულაშვილის პორტრეტი" და სხვ. გრაფიკული ტილოებისა: "გაზაფხული თბილისში", "შემოდგომა ვერაზე", "მეტეხის პლატო" და სხვ; ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 146; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.81-82; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |