The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა დვალიშვილი

კობა დვალიშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2002 წელს.

1986-1988წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლი ("ერისიონი"), მსახიობი; 1988-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია, სახელმწიფო ანსამბლი "რერო", მსახიობი; 1990-1991წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის სპეციალისტი; 1992-1993წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟო სამსახური, მებაჟე სპეციალისტი; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის აპარატის პოლიტიკური მოხელე, აღმასრულებელი მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, მანდატურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.150; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.114

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)

გააზიარე: