შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილი VI![]()
ბიოგრაფიააღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1517–1528 და 1529–1531 წლებში. მისი მოღვაწეობა უმთავრესად აღსანიშნავია სამცხე–საათაბაგოს აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქოზე ეკლესიური დამოკიდებულების აღდგენითა და საკათოლიკოსო ყმა-მამულის ზრდით. რეალურად, ეკლესიური გამთლიანება ყვარყვარე III-ის ათაბაგობის დროს განხორციელდა. 1518 წლიდან სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში იყო. კათოლიკოსი იყო აწყურის მთავარეპისკოპოსისა და სამცხის სხვა ეპისკოპოსების მაკურთხეველი, მასვე გადაეცემოდა სამცხეში მისი კუთვნილი ყმა-მამულის გამოსავალი, ის კვლავ მოიხსენიებოდა წირვა-ლოცვის დროს სამცხის ეკლესიებში. მნიშვნელოვანია ბასილი კათოლიკოსის წვლილი საკათოლიკოსო საყდრის ყმა-მამულის აღდგენა-განახლების საქმეში. საკათოლიკოსო მამულები დავით X-ის მხარდაჭერით სვეტიცხოვლისათვის დაუბრუნებია. 1525 წლის საბუთით, დავით X და მისი ძმები, გიორგი და ბაგრატი, ბასილი კათოლიკოსს "მამა-პაპათაგან" მცხეთისათვის შეწირულ მამულებს სრული შეუვალობის პირობით უმტკიცებენ და მხოლოდ ლაშქარ-ნადირობას აკისრებდნენ. იბრძოდა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობისათვის. მან ისარგებლა ქართლის მეფესა და სამცხის მთავარს შორის მშვიდობიანი ურთიერთობით, აგრეთვე გაერთიანების მომხრე ძალების მხარდაჭერით და 1515 წელს ყვარყვარე IV ათაბაგის (ქაიხოსროს ძე) სათანადო სიმტკიცის წიგნით აღადგინა სამცხის სამთავროს დამოკიდებულება ქართლის საპატრიარქოსთან, რაც სამცხის მთავრების სეპარატისტულ მისწრაფებათა გამო დარღვეული იყო. ძველი საეკლესიო წყობილების აღდგენის მიზნით აღაწერინა სამთავროში მდებარე ქართლის საპატრიარქო ეკლესიის ყოფილი საყმო მამულები და დაამტკიცებინა სამცხის მთავრებს. მიზნის მისაღწევად ბასილი განდგომილთა შეჩვენებას და დაკრულვასაც მიმართავდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.363
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |