შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1936 წელს. 1935–1939წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე; 1939 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1963 წლიდან პროფესორი); 1956–1959წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – "დედა და შვილი" (1945 წელს დაიდგა თბილისში, ი. ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით), "ჰამლეტი" (1968); საფორტეპიანო კონცერტი (1944), სავიოლინო კონცერტი (1950); ვოკალურ–სიმფონიური პოემა "გმირის სიკვდილზე" (1948); 2 სიმფონია(1947, 1973); ორატორია "ჩემი სამშობლოს დღე"(1954); ბალეტები – "ოტელო" (1957 წელს დაიდგა თბილისში, 1961 წელს ეკრანიზაცია), "ვეფხისტყაოსანი"(1974); ვოკალურ–სიმფონიური ციკლი "ხუთი მონოლოგი"(1968, ვაჟა–ფშაველას მიხედვით); სამი სიმებიანი კვარტეტი (1978, 1979); საფორტეპიანო სონატა(1979), საფორტეპიანო ციკლები – "ქართული ფრესკები" (1977), "პარიზული ჩანახატები" (1979), საფორტეპიანო პიესა "ხორუმი" (1939), სავიოლინო პიესა "დოლური"; ბალადა–პოემა "არსენა" (გუნდისა და სოლისტისათვის, ა კაპელა); რომანსები ("ცისა ფერს", "არ დაიოდარდო დედაო", "მზეთა–მზის სახე"); მუსიკა კინოფილმებისათვის ("პოეტის აკვანი", "ორი ოკეანის საიდუმლოება"), მუსიკა დრამატული თეატრებისათვის (შექსპირის "მეფე ლირი", მრევლიშვილის "ბარათაშვილი"); კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. მიღებული აქვს იტალიის ხელოვნების გალერეის "ბრაიდენზის" ოქროს მედალი (1974) - ბალეტი "ოტელო", პიკასოს სახელობის პრემია (1988) - ბალეტი "ვეფხისტყაოსანი". მისი თაოსნობით დაიწყო ქ. ბორჯომსა და ქ. სოხუმში კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის (1971) მშენებლობა. 2014 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. - თბ., 1983. – გვ. 513; burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.271; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 605-606; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |