შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი![]()
ბიოგრაფიაბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი იყო ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, 1688–1692 წლებში ქართლის მსაჯულთუხუცესი(მდივანბეგი); იბრძოდა ერეკლე I-ის მხარეზე გიორგი XI-ის წინააღმდეგ. დვალეთში არჩილ II-ის ვაჟების შესაპყრობად გაგზავნილ ლაშქარს მეთაურობდა; 1691 წელს გიორგი XI-ს მიემხრო, რომლის დავალებითაც ცდილობდა იმერეთის ტახტზე არჩილ II-ის განმტკიცებას; 1692 წელს ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი გიორგი XI-ის ლაშქარს მეთაურობდა, რომელსაც კახეთი უნდა შემოეერთებინა. სოფელ ნინოწმინდასთან ბრძოლაში ქართლის ლაშქარი დამარცხდა. თვით ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.361
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |