The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბალავაძე

ვახტანგ ბალავაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 2018  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1951 წელს, 1956 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (ამერიკის შეერთებული შტატები, 1958) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას "ჭიდაობის პროფესორი", იაპონიაში "ჩემპიონთა ჩემპიონი" შეარქვეს. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა "ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე" (1961), "ფალავნები ხალიჩაზე" (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა "კლასიკური ჭიდაობა"(1965) და "თავისუფალი ჭიდაობა"(1970).

სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955, 1957) თავისუფალ ჭიდაობაში, სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59), სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში,უქარესტის ახალგაზდრობის პირველი მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი, პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო), მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997), ხალხთა მეგობრობის ორდენით (1980), საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). მოჭიდავე (თავისუფალი სტილი), სამბისტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.342; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.388

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1972 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1971 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1955 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: