შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ფალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1922 წელს. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თეორიულ საგნებს თელავის, ქუთაისის და თბილისის სამუსიკო სასწავლებლებში; 1933–1953წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგედ და ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1933–1975წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1938–1941წწ. მუსიკალური თეორიის კათედრის გამგე; ავტორია: ოპერებისა – "დედა და შვილი", "ვეფხისტყაოსანი"(1922, 1925, ორივე საკონცერტო შესრულებით), "იავნანა"(1933, 1963 წელს დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში); კანტატა(1938), საორკესტრო და საფორტეპიანო ნაწარმოებები, გუნდები, რომანსები; ავტორია რამდენიმე წიგნის(ჰარმონიის სახელმძღვანელო მუსიკალური სასწავლებლებისა და კონსერვატორიის სტუდენტებისათვის); მუსიკათმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 215; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |