შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიაზურაბ ბარათაშვილი იყო XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდალი (იხსენიება 1634,1637 წლების საბუთებში). სარდლობა უნდა მიეღო სიმონ II-ის მეფობის ბოლო ხანებში, ქაიხოსრო ბარათაშვილის შემდეგ. ერთგულობდა როსტომ მეფეს. ზურაბი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს–ზურაბიშვილთა გვარის ფუძემდებელი. ყმა-მამული სასახლითა და ეკლესია-მონასტრით ჰქონდა კაზრეთში, რომელიც შემდეგ ზურაბიშვილთა სამფლობელოს, საზურაბიშვილოს რეზიდენცია გახდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.351
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |