შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საჩინო ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიასაჩინო ბარათაშვილი იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, მეფე სიმონ I–ის ერთგული მოხელე, 1565 წლიდან ბოქაულთუხუცესი, შემდგომ მეწინავე სადროშოს(სომხით-საბარათიანოს) სარდალი. სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ(1569) ბარათაშვილი არ ემორჩილებოდა დავით XI (დაუთ-ხანს), რისთვისაც, როგორც ჩანს, გადაუყენებიათ(დაახლოებით 1578 წელს, მეწინავე სადროშის სარდალი ყოფილა დავით XI-ის ბიძაშვილი ბაგრატ ბატონიშვილი). მან გელიყარის კლდიდან გადააგდო კახაბერ ყორღანაშვილი, რომლის ღალატითაც შეიპყრეს ყიზილბაშებმა სიმონ I. 1587 წლის საბუთში ბარათაშვილი ცოცხლად იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |