შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და ისტორიის ლიტერატურა. 1840 წელს დაუახლოვდა მარი ბროსეს. 1841 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ "კავკაზში" გამოაქვეყნა წერილები საქართველოს ისტორიაზე. 1865-1871წწ. პეტერბურგში დაიბეჭდა ხუთ წიგნად მისი "საქართველოს ისტორია", უძველესი დროიდან XII საუკუნემდე, სადაც საქართველოს წარსული განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტორიის პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახე, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. დიდ ყურადღებას უთმობდა პოლიტიკური მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის ისტორიის საშინაო საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.302 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |