შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვითი, გორის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს (პედ. ს. ვ. ბარხუდარიანი). წლების მანძილზე საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე, სიმებიანი კვარტეტის წევრი; 1936-1938წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის საგუნდო ანსამბლის დირიჟორი და ხელმძღვანელი; 1939-1939წწ. ამიერკავკასიის წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებლებში; 1929 წელს ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის დამაარსებელთაგანი (მ. ბალანჩივაძესთან ერთად), დირექტორი და პედაგოგი; 1937 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო კლასისი დამაარსებელი; 1937-1965წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (საოპერო კლასის), პროფესორი (1941); 1952 წლიდან საქართველოს საგუნდო კაპელის დირიჟორი; შექმნილი აქვს ოპერები: საბავშვო: "ყვავილთა სამყარო" (1922),"პირველი მაისი" (1924), "შემოდგომა" (1925), "განთიადი" (1923, პემ. ოპერის თეატრში 10.04.1927), "დეპუტატი" (1939, პირველი ქართული ოპერა თანამედროვეობის თემაზე, პრემიერა შედგა 29.04.1940), "ოთარაანთ ქვრივი" (1942); ბალეტი: "მალთაყვა" (1932, პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის თემაზე, პრემიერა შედგა 30.04.1938), ტანვარჯიშული სპექტაკლი "ელადა" (1928); სიმფონიური ნაწარმოები: პოემა "1905 წელი" (1931), ორი "საზეიმო უვერტიურა" (1933, 1944), სიმფონიეტა (1953); ინსტრუმენტული კონცერტები: ვიოლონჩელო (1932), სიმებიანი კვარტეტი N1 (1931, 4 ნაწილი, პირველი შესრულება 28.02.1933), N2 (1933); საფორტეპიანო ტრიო N1 (19444), N2 (1946); კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიონო: "საბავშვო ალბომი" (1943), "ბუნების სურათები" (1943), სონატა (1952), ვარიაციები (1945); სავიოლინე პიესები; ვიოლონჩელოს სონატა (1942), "მწუხარება"; ხალხური სიმღერები ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის: "ოროველა", "ურმული", "ნანა"; სიმღერა - რომანსი, მათ შორის: "რისთვის მიყვარხარ", "სამაისო სიმღერა", "პატარა ქართველს", "გმირს", "არ დაიდარდო, დედაო" (ი.ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ს. ჩიქოვანის, გ. ლეონიძის და სხვ. ლექსებზე); გუნდები, მარშები სასულე ორკესტრისთვის: "კავკასიის გმირებს" (1942), "საზეიმო" (1945), "მშობლიური ველები" (1952); საბავშვო საფორტეპიანო პიესები და სხვ.; შეადგინა ხალხური სიმღერების კრებული: "წითელარმიელებისათვის" (1926), "პიონერების სიმღერები" (1927), "საბავშვო საგუნდო სიმღერები" (1939). ვიოლონჩელისტ გიორგი თაქთაქიშვილის ძმა, მომღერალ თამარ თაქთაქიშვილის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.199; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.- თბ.,1979.-გვ.-592; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.3. -თბ.,2014. -გვ.482 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |