The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ თაქთაქიშვილი

თამარ თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2005  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს.

1950–1973წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიულ–დრამტული სოპრანო); 1973 წლიდან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად; მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურ–სცენური ოსტატობა; მას შესრულებული აქვს მრავალი საოპერო პარტია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მზია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ტოსკა, ბატერფლაი (პუჩინის "ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), მარგარიტა (გუნოს "ფაუსტი"), ლეონორა (ვერდის "ტრუბადური"), სოფია (პროკოფიევის "სემიონ კოტკო"); 1976 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე(იყო დოცენტი).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 106; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.18; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: