The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბაინდურაშვილი

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1924  (94 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1951 წელს.

1954–1960წწ. იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1960–1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1980 წლიდან ხელმძღვანელობდა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრას. კვლევით მუშაობას ეწეოდა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლოგიური და საინჟინრო ფსიქოლოგიური ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლოგიური თეორია; ყველა საკავშირო ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშირო კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშორისო კონგრესების მონაწილე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.337

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია
    სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია/ აკაკი ბაინდურაშვილი . - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 265გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: