შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაკურ II![]()
ბიოგრაფიაბაკურ II "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეს ცნობით იყო ქართლის 28-ე მეფე, მეფე მირიანის ძის რევის შვილი. მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV საუკუნის II ნახევარში. "ქართლის ცხოვრებაში" ბაკურ II იხსენიება არაბიზებული ფორმით ბაქარ, წარმოდგენილია ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. "ქართლის ცხოვრებაის" მიხედვით, უფლისწულობაში ბაკურ II იმპერატორ კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად ბიზანტიაში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია. ქართლში გამეფების შემდეგ ბაკურ II-მ ქრისტიანად მოაქცია კავკასიელთა უმრავლესობა, ბაკურ II-ს მტრობა ჰქონდა სომხებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და თრდატ სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას, მაგრამ ბაკურ II-მ შეძლო სომხების დამარცხება ჯავახეთში და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბაკურ II-მ სპარსეთსა და ბიზანტიის მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი ("ხელით-წერილი") დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბაკურ II-მ მთელი თავისი ცხოვრება "დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად". როგორც "მოქცევაჲ ქართლისაჲ", ისე "ქართლის ცხოვრება" ბაკურ II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |