The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ხუციშვილი

ოთარ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1991  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს.

1954–1957წწ. იყო დუშეთის მუსიკალური სკოლის დირექტორი; ასევე თბილისის მეთორმეტე (1957–1962), მეთერთმეტე (1962–1972) და მეორე (1972 წლიდან) მუსიკალური სკოლების დირექტორი; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ოპერა "სამშობლოსათვის" (1953, ვაჟა–ფშაველას პოემის მიხედვით); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ელეგია" ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1947), სკერცო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1949), თემა და ექვსი ვარიაცია კლარნეტისა და ფოპრტეპიანოსათვის (1949), კონცერტი კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1950), "ოთხი მინიატურა" სიმებიანი კვინტეტისათვის (1965), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), "ბალადა მერცხალზე" ფორტეპიანოსათვის (1971), "ელეგია" ფორტეპიანოსათვის (1973), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის (1974), "300 არაგველის ხსოვნას" პოემა ფორტეპიანოსათვის (1975); სიმღერები; საგუნდო ნაწარმოებები – "სიმღერა საბჭოთა კავშირის გმირებზე" (1943), "სიმღერა დუშეთზე" (1948), სამი საგუნდო სიმღერა (1954), "საფესტივალო" (1957), "სიმღერა თბილისზე" სამი საგუნდო სიმღერა (1959), "სიმღერა სამშობლოზე" (1975); მუსიკა სპექტაკლებისათვის.  

ყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 223; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 374

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: