შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური გეგეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პრომისლოვკა, შკოტოვოს რაიონი (რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა საქართველოსა და რუსეთის დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში, მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ბათუმის ოპერისა და ბალეტის ბავშვთა სახელმწიფო თატრში, როსტოვის დრამის სახელმწიფო თეატრში, მოსკოვის მუსიკისა და დრამის თეატრში; თანამშრომლობდა რეჟისორებთან: მიხეილ თუმანიშვილთან, გიზო ჟორდანიასთან, ზაზა სიხარულიძესთან, ქორეოგრაფთან გიორგი ალექსიძესთან და სხვ. გაფორმებული აქვს 125-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლები; მონაწილეობდა 4 ფილმის შექმნაში; 1995 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; შექმნილი აქვს ფერწერული კომპოზიციები; გააფორმა თბილსიის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, კინომსახიობთა თეატრის, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის, თბილისის მუსკომედიის თეატრის, სოხუმის ქართული თეატრის და სხვ. სპექტაკლები. გამოფენები: საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვრები, სეგ (1978), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება, მოსკოვი (1987), გერმანული ლიტერატურა და მუსიკა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, ქარვასლა, იმპულსები "დიურერი, გოეთე, ფიროსმანი" თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი (1995), საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, სეგ, თბილისი (1998). ნამუშევრები დაცულია: სეგ, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში. საუკეთესო ნამუშევრისთვის მიღებული აქვს სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია "ოქროს სოფიტი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 79; bolshoi.ru; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |