შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიადიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პეტრე ბაგრატიონის შვილიშვილის შვილი. დაამთავრა პოლოცკის სამხედრო გიმნაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სკოლა. 1882 წელს დაინიშნა ვლადიმირის 38-ე დრაგუნთა პოლკში. 1897 წელს ჩარიცხეს საკავალერიო სკოლის ოფიცერთა მუდმივ შემადგენლობაში. 1909 წლიდან იყო ამავე სკოლის უფროსის თანაშემწე. სამხედრო სამსახურთან(კავალერისტ-ინსტუქტორი) ერთად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. თარგმნა და რამდენიმეჯერ გამოსცა დ. ფილისის "ცხენის ხედნისა და ცხენოსნობის საფუძვლები", რომელიც რუსულ კავალერისტ ოფიცერთა სამაგიდო წიგნი გახდა. 1901 წელს გამოსცა არქივის მასალების საფუძველზე დაწერილი "ვლადიმირის პოლკის ისტორია". 1906 წელს დააარსა ჟურნალ "ვესტნიკ რუსსკოი კონნიცი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |