შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ეკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესანციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2012-2016წწ. საქარელოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1984), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 76; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.110 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |