შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბაბილუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალადიდი, ქ. ფოთის ტერიტორია. 1915-1916 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1933 წელს. 1917-1925 წლებში ფოთის პირველ საშუალო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 1917 წელს ფოთში, ძუკუ ლოლუას გუნდში დაიწყო სიმღერა, რომლის სოლისტიც 1924 წლამდე იყო. 1924-1940 წლებში კი, კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოს სახელიწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარი იყო. 1937 წელს ეს გუნდი წარმატებით გამოვიდა მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე. 1933–1937 წლებში მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირიჟორის თანაშემწედ. 1938-1952 წლებში იგი პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ხალხური სიმღერის გუნდში, რომლის ხელმძღვანელი ჯერ თვითონ იყო, ხოლო შემდეგ - ავქ. მეგრელიძე. იგი აქ ხალხური სიმღერების მუსიკალური რედაქტორიც იყო. 1955-1957 წლებში იგი რკინიგზელთა კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. 1957 წელს მუშაობდა ქორმაისტერად ვ. ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. შემდგომ წლებში ვ. ბაბილუა საქართელოს კინოფოტოფონო დოკუმენტების სახელმწიფო ცენტრალურ არქივში მუშაობდა ფოტოგანყოფილების უფროსად. იგი მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართული მუსიკის ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს ("კუჩხი ბედინერი", "მიყვარს ფაცხა მე მეგრული", "მახა", "სი ქოულ ბატა", "გულისა", "ოდოია" და სხვ.). ვ. ბაბილუამ დიდი როლი ითამაშა ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |