| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; აქვე დიდი ყურადღება მიაქცია ზ. ფალიაშვილმა, რომელიც ასწავლიდა საგუნდო სიმღერას, მანვე გაანაწილა სასწავლებლად ცნობილ კომპოზიტორ, მევიოლინე და პედაგოგ ა. ყარაშვილთან; 1907–1911წწ. მღეროდა ცნობილ მომღერალ და ქორმეისტერ ი. რატილის გუნდში; 1911 წლიდან როგორც მომღერალი გამოდის საქართველოს ქალაქებსა და ასევე რუსეთში; 1927–1928წწ. მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილედ; მოგვიანებით დაიწყო საკომპოზიტორო შემოქმედება; მთლიანად შემოიფარგლა კამერულ–ვოკალური ჟანრით; ავტორია გახმაურებული რომანსებისა და სიმღერების (ორმოცზე მეტი), მათ შორისაა: პირველი რომანსი "რა ტურფა, რა ლამაზია" (1914, ვაჟა–ფშაველას ლექსის მიხედვით); "დარჩი", "ოდეს გამშორდი", "სალამური" (სამივე ა. შნშიაშვილის ლექსზე); "ქალო, გნახე ფეხშიშველი", "ხმა გულისა", "სევდა", "მუხამბაზი" (ვაჟა–ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის ლექსებზე); ვოკალური დუეტები, გუნდები; გამოცემულია მისი სანოტო კრებული 1957, 2001. სარომანსო ჟანრის ერთერთი პირველი ავტორი საქართველოში. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 249; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.- თბ.,1987.–გვ.165; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.–თბ.,2015.–გვ.538 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

