შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აფრიდონი![]()
ბიოგრაფიააფრიდონი იყო XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი III და თამარ მეფის მსახურთუხუცესი, წარმომავლობით "უგვარო"–აზნაურის ყმა(ვასალი). დაწინაურდა გიორგი III-ის მეფობის დროს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ატარებდა დიდგვაროვან ფეოდალთა შეზღუდვის პოლიტიკას. აფრიდონს სახელოდ(საგამგებლოდ) გადაეცა ქვაბულისძეთა ყოფილი მამული, სამეფო დომენად ქცეული თმოგვის ციხე–ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, აგრეთვე კლდეკარის ერისთავებისათვის დავით აღმაშენებლის მიერ ჩამორთმეული და სამეფო დომენად ქცეული თრიალეთი. გიორგი III-ის გარდაცვალებისა და თამარის მეფობის პირველსავე წელს დიდგვარიანებმა შეუტიეს ცენტრალურ ხელისუფლებას, მოითხოვეს აღზევებულ "უგვარო" ფეოდალთა გადაყება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკან დაიხია. აფრიდონს ჩამოერთვა მსახურთუხუცესობა და საგამგებლო ქვეყნები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.247
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |