შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ასლანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა არტანუჯი, ართვინის ოლქი(ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927–1930წწ. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის თავისუფალი მსმენელი. 1930-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე. 1945-1950წწ. ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილებას. 1927-1950წწ. ჩაწერა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართული ჰარმონიის კურსს, რომელიც იკითხება თბილისის კონსერვატორიაში. იგი მუშაობდა მუსიკალური თეორიის, განსაკუთრებით ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებზე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1964), პროფესორი(1966). მუსიკათმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |