Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ასლანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა არტანუჯი, ართვინის ოლქი(ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927–1930წწ. იყო ლენინგრადის კონსერვატორიის თავისუფალი მსმენელი. 1930-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე. 1945-1950წწ. ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილებას. 1927-1950წწ. ჩაწერა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართული ჰარმონიის კურსს, რომელიც იკითხება თბილისის კონსერვატორიაში. იგი მუშაობდა მუსიკალური თეორიის, განსაკუთრებით ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებზე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1964), პროფესორი(1966). მუსიკათმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.230 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |