შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ასლანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, რაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. 1932 წელს თბილისში დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებულიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარწვერზე, რომელმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936). იყო ჟურნალების "შევარდენი" (1920–1922), "თეატრი და მუსიკა" (1919), "ხელოვნება" (1919-1921), "თანამედროვე მედიცინა" (1924-1933) რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1936), დოცენტი (1941). ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ექიმ–ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი, საზოგადო მოღვაწე. "ვეფხისტყაოსნის" ერთ–ერთი გამოჩენილი კოლექციონერი. შალვა ჩხენკელის ბიძა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.218; წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.193-200 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |