The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეზი ასათიანი

თეზი ასათიანი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ასათიანი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 1988  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1946 წელს.

1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1947 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი პორტრეტები, რომლებშიც მთავარი ყურადღება ექცევა ადამიანის ფსიქოლოგიურ დახასიათებას. ძირითადი ნამუშევრებია: "ელექტროშემდუღებელი" (1949, თაბაშირი, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სპორტსმენი ქალი" (1955, თაბაშირი), ალექსანდრე ჟორჟოლიანის (1951, თაბაშირი), სპარტაკ ბაღაშვილის (1956, ქვა, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და სხვა პორტრეტები. შესრულებული აქვს ჰორელიეფები და ფიგურული ქანდაკებები: "მშენებლები" (1953), "ვეფხვთან შებრძოლება" (1952), "შრომაში გამარჯვებულები" (1955), "მომაკვადავი გედი" (1967), შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მსახიობების სანდრო ჟორჟოლიანის, სპარტაკ ბაღაშვილის, წულუკიძის პორტრეტები, ასევე, ნამუშევრები: "ელექტროშემდუღებელი", "ლომი", "ძუ ლომი", "ძაღლი"; დ. შევარდნაძის სახელობისსაქართველოს ეროვნულ გალერეაში - პოეტ გრიგოლ აბაშიძის, კაპიტან ვახტანგ ბარათაშვილის, სტუდენტი გოგონას პორტრეტები და ნამუშევრები: "შველი", "მონადირე ძაღლი", "მწოლიარე ძაღლი", "არწივი", "სდექ" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.225

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: