შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არშუშა ( პიტიახში)![]()
ბიოგრაფიაარშუშა პიტიახში იყო ქართლის ერთ–ერთი მთავარი VI საუკუნის 40–იან წლებში. მოხსენიებულია "ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში" ქართლის მარზპანის არვანდ გუშნასპის გასაცილებლად მოსულ ქართლის მთავრებს შორის. არშუშა პიტიახში სახელისა და ტიტულის მიხედვით ქვემო ქართლის პიტიახშთა ცნობილ საგვარეულოს უნდა ეკუთვნოდეს. ის V საუკუნეში ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის შთამომავალი უნდა იყოს სახელის დარქმევის წესის მიხედვით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.219
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |