შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1958–1960წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი; 1966–1969წწ. მაკინსკის (ყაზახეთი) რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე–ქირურგი; 1972– 1991წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 150–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები. ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეს, ექიმებსა და ასპირანტებს. მიღებული აქვს მედალი ყამირის ათვისებისთვის (1971). ექიმი–ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიზირებული ნაწლავის მარყუჟის სიცოცხლის უნარიანობა და ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოსტიკა", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე მუცლის სინდრომი ბავშვებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.86; georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |