შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1839 წელს. 1842-1853წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომებში, ძირითადად ჩაჩნეთში; ყირიმის ომის (1853-1856) დროს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას; 1854 წელს სოფელ კოკთან (ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა; ყარსის აღების შემდეგ იგი თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ; 1858 წლიდან იყო ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორი; რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს იყო მოქმედ არმიაში კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე; ამ ომის შემდეგ მალე თადარიგში გავიდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1887). კონსტანტინე (წიწა) ლევანის ძე დადიანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.252 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |