შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცინუკი დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი; ასრულებდა ქალაქურ (ძველ თბილისურ) სიმღერებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "გამარჯობა, ჩემო თბილის–ქალაქო", "სიონში შევალ", "ჩემი აღმართი", "შენ რომ დამტოვე", "მაგნოლია" (ცნობილი სიმღერა ცინუკი დადიანმა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერა); სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით; იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60-90–იანი წლების თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.253; პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |