Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ათანასე (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ქვემო მაჩხაანის ზოოვეტტექნიკუმი 1959 წელს; მცხეთის სასულიერო სემინარია 1967 წელს. იკურთხა დიაკვნის ხარისხში, ეწოდა სახელი ანდრია და განაწესეს სიონის საპატრიარქო ტაძარში; 1968 წელს გაიწვიეს ალავერდის ეპარქიაში, აკურთხეს მღვდლად და განწესებულ იქნა ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესიაში მეორე მღვდლად; 1969-1970წწ. მსახურობდა თელავის ღვთაების ეკლესიაში, ხოლო 1971-1979წწ. იყო გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი; 1978 წელს მამა ანდრია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ათანასე, იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ბოდბელ ეპისკოპოსად; 1982 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1989 წელს მიტროპოლიტის ხარისხში; 1992 წელს იგი გადაყვანილ იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად; 1993 წელს დაბრუნდა ბოდბის კათედრაზე, საიდანაც 1996 წლის 21 ოქტომბერს დადგინდა რუსთველ მიტროპოლიტად. 2009 წლიდან მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე იმყოფებოდა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.7; საქართველოს საპატრიარქო - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: eparchy-batumi.ge; tabula.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |