The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ლორთქიფანიძე

იასონ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1866
გარდაცვ. თარიღი:1949  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუნე, წყალტუბოს რაიონი. 

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1889 წელს.

სამშობლოში დაბრუნებული, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით მან სამშობლოს ფარგლებს გარეთ - ჯერ განჯაში, შემდგომ ვლადიკავკაზში გააგრძელა საქმიანობა. განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც 1893 წ. ბარათაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ლორთქიფანიძე ასევე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წელს აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ — მის პირველი მმართველად. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. 1927-1934 წწ. აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. 1930-იანი წწ. ბოლოს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ. ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133; nobility.pro; სამოქალაქო განათლება: civiledu.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული საბჭო, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკი, მმართველი (1920-1921)
  • საქართველოს სსრ სახალხო ბანკი, მმართველი (1921-1923)

გააზიარე: