შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1984-1987წწ. პოლიტპატიმარი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის (სასჯელი მოიხადა მორდოვეთის ასსრ). 1985-1986წწ. ბათუმის ფეხსაცმლის საწარმოო-სავაჭრო ფირმა, მოწაფე, მუშა; 1986-1987წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ექსკურსიამძღოლი; 1988-1989წწ. ბათუმის პიონერთა სასახლე, წრის ხელმძღვანელი; 1989-1991წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ბათუმის №112 საარჩევნო ოლქიდან, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2003წწ. რადიო "თავისუფლება", პოლიტიკური მიმომხილველი; 2002-2004წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |