The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი დუმბაძე

გივი დუმბაძე
Date of birth:16 February, 1925
Date of death:11 May, 1999  (at 74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადერბის ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს.

1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.277

Member of Organizations

  • მეორე მსოფლიო ომის სრულიად საქართველოს ვეტერანთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1986 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: