შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს; ნატოს თავდაცვის კოლეჯი(რომი), 1997 წელს; შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი 1998 წელს; თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი(ქ. მონტერეი, კალიფორნია), 1999 წელს; ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი 2004 წელს. 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა თანამდებობები; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ნატოს განყოფილების უფროსის მოადგილე; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 1999-2000წწ. ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო, მრჩეველი; 2000-2001წწ. ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო; ევროგაერთიანებებსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი; 2001-2004წწ. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2010-2012წწ. თბილისის საკრებულო, საკრებულოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის"; 2012-2016წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, ჩუღურეთის საარჩევნიო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება"; 2016-2017წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2017-2020წწ. ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი; 2020 წლიდან ნატოში საქართველოს ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007). წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; reginfo.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.152; civil.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.69 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |