The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა დავიდოვა

ვერა დავიდოვა
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1993  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ნიჟნი–ნოვგოროდი, რუსეთი.

დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1930 წელს.

1929-1932წწ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1932-1956წწ. სსრკ დიდი თეატრის სოლისტი; 1941-1943წწ. მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1959 წლიდან იყო თბილსის კონსერვატორიის პედაგოგი; შექმნა ღრმა დრამატიზითა და მასშტაბურობით გამორჩეული სახეები რუსულ კლასიკურ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგან აღსანიშნავია: ლიუბაშა(ნ. რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე"), მარფა(ნ. მუსორგსკის "ხოვანშჩინა"), კარმენი(ჟ. ბიზეს "კარმენი"), ამნერისი(ჯ. ვერდის "აიდა"); პირველად თბილისის ოპერის სცენაზე შეასრულა კონჩაკოვნას(ა. ბოდორინის "თავადი იგორი"), დალილას(კ. სენსანსის "სამსონი და დალილა"), შარლოტას(ჟ. მასნეს "ვერთერი") პარტიები; ავტორია წიგნისა "მომღერლის სუნთქვა და ზოგიერთი რჩევა ხმის დაყენებისათვის"(1966); მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები; მომღერალი(მეცო–სოპრანო), პროფესორი(1964).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.261

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1951 - რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: